სალთვისი-ტირიფონის მაგისტრალური არხის რეაბილიტაციის შედეგად სარგებელს 18 ათასი ოჯახი მიიღებს

2 სექტემბერი 2014

 ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა-დავით შავლიაშილმა,  საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ დავით გალეგაშვილმა, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა  გიორგი ამაშუკელმა,   ამერიკის შეერთეული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის დირექტორმა სტეფან ჰაიკინმა, საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის დირექტორმა ვაჟა კირტავამ, შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტში სალთვისი-ტირიფონის საირიგაციო სისტემბის რეაბილიტირებული მაგისტრალური არხი გახსნეს.

სალთვისი-ტირიფონის საირიგაციო სისტემის  რეაბილიტაცი  საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით განახორციელა.  პროექტის   ღირებულება  14 მილიონ ლარს აჭარბებს.

საირიგაციო სისტემის რეაბილიტაციის შედეგად,  39 სოფლის  20 ათას ჰექტრამდე მიწის, სარწყავი სისტემ გაუმჯობეს და ჯამში სარგებელი 18 ათასმა ოჯახმა მიიღო.  სარწყავი არხის რეაბილიტაციის პროცესში ასზე მეტი ადგილობრივი მოსახლე იყო ჩართული და დასაქმებული.

სალთვისის და ტირიფონის საირიგაციო სისტემების მაგისტრალური არხები ოკუპირებული ტერიტორიის  ე.წ. საზღვარს მიუყვება.

ტირიფონის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციი 14 სოფლის 8500 ჰექტრამდე სახნავ-სათესი მიწის მორწყვა გახდება შესაძლებელი.ეს სოფლებია ერგნეთი, მეღვრეკისი, ბროწლეთი, ტირძნისი, თერგვისი, კარბი, ქერე, ტყვიავი, ფლავი, ფლავისმანი, ქვეში, ქიწნისი, მარანა, კარალეთი.

სალთვისის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციით განსაზღვრულია 9700 ჰექტრამდე 16 სოფლის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია:  ზემო ნიქოზი, ქვემო ნიქოზი, ზემო ხვითი,  ქვემო ხვითი,  ფხვენისი,  ყელქცეულა, შინდისი, ახალდაბა, ვარიანი, ვარიანის მეურნეობა, საქაშეთი, ძლევიჯვარი, არაშენდა, დირბი, დვანი, ტახტისძირი. გარდა ჩამოთვლილი სოფლებისა არხის რეაბილიტაციის შედეგად ათამდე ოსური სოფლის  სახნავ-სათესი მიწა მოირწყვება. ტირიფონის მაგისტრალურ არხში წყალი მდინარე პატარა ლიახვიდან ჩაედინება.

როექტს,  კონფლიქტურ ზონაში, ქართული სამშენებლო კომპანია შპს ,,მშენებელი 80“ ახორციელებს. 

სალთვისი-ტირიფონის მაგისტრალური არხის რეაბილიტაციამ მოიცვა 31.9 კმ სიგრძის მაგისტრალური და გამანაწილებელი არხების და კარბის სათავე ნაგებობის მშენებლობა, მოეწყო 85 ერთეული  წყალგამშვები ჭა, აშენდა 13 ერთეული შემტბორავი ნაგებობა და გაკეთდა წყალგამყოფი კვანძები.

2008 წლამდე ტირიფონის საირიგაციო სისტემით გორის მუნიციპალიტეტის სოფლების დიდი ნაწილი სარგებლობდა, მაგრამ  აგვისტოს  ომის შემდეგ დე- ფაქტო ხელისუფლებამ არხი გადაკეტა. უწყლოდ დარჩენილ სოფლებში მოსავლის მოყვანა შეუძლებელი იყო.  სალთვისი-ტირიფონის მაგისტრალური არხის რეაბილიტაციის შედეგად სარყავი წყლის მიწოდების პრობლემა სრულად მოგვარდა.