ხვალ დავით შავლიაშილი, გიორგი ამაშუკელი და კახი კანდელაკი ილია ჭავჭავაძის ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გახსნიან

14 აგვისტო 2014

პარასკევს,  15  აგვისტოს, 12.00 სთ-ზე მცხეთის  მუნიციპალიტეტში, კერძოდ  სოფელ  წიწამურში, საქართველოს რეგიონული  განვითარებისა  და ინფრასტრუქტურის  მინისტრი დავით  შავლიაშვილი,  მისი პირველი მოადგილე  და  მუნიციპალური განვითარების  ფონდის  აღამასრულებელი  დირექტორი გიორგი ამაშუკელი, კულტურისა  და  ძეგლთა  დაცვის  მინისტრის  პირველი მოადგილე  კახი კანდელაკი  და  მუნიციპალური  განვითარების  ფონდის  დირექტორის  მოადგილე ილია  დარჩიაშვილი,  ილია ჭავჭავაძის ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გახსნიან.  ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს  მუნიციპალური  განვითარების ფონდი ახორციელებს.  სარეაბილიტაციო სამუშაოების გახსნას დაესწრება არქიტექტორი თეიმურაზ ბოჭორიშვილი.