საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დავით შავლიაშვილი უხელმძღვანელებს

28 ივლისი 2014

აქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე საქართველოს მთავრობის განახლებულ შემადგენლობას მხარი დაუჭირა. ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თანხმობის შედეგად, დავით შავლიაშვილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა.

დავით შავლიაშვილი დაიბადა 1984 წლის 14 მარტს. 2005 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.  გავლილი აქვს მენეჯმენტის საერთაშორისო კურსები, მუშაობდა ავსტრიასა და პოლონეთში და აქვს მენეჯერის კარგი გამოცდილება.

2012 წლის დეკემბრიდან 2013 წლის აპრილამდე იყო საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ „ბუნებრივი რესურსების სააგენტოს“ უფროსი.

2013 წლის მაისიდან - დღემდე დავით შავლიაშვილს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების -  საქართველოს საავტომობილო გზების  დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა.