დავით ტაბიძე პირველ საერთაშორისო კონფერენციას - "კურორტების მდგრადი განვითარების ტენდენციები და გამოწვევები" დაესწრო

7 დეკემბერი 2023

 7 დეკემბერს პირველი საერთაშორისო კონფერენცია - "კურორტების მდგრადი განვითარების ტენდენციები და გამოწვევები" გაიმართა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით ტაბიძე კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.

კონფერენცია მიზნად ისახავდა კურორტების მდგრადი განვითარების ტენდენციებისა და გამოწვევების იდენტიფიცირებას. განიხილეს გამაჯანსაღებელი, თერმული, ბალნეოლოგიური და მთის კურორტების განვითარების გზით, ეკონომიკური პოტენციალისა და სოციალური სარგებლის მაქსიმალურად გაზრდის შესაძლებლობა.

ამასთან, დარგის განვითარებაში ინვესტიციების მოზიდვისა და ბიზნესის სტიმულირებისთვის, კონფერენციაზე განიხილეს მიმზიდველი მიმართულებების განვითარების საჭიროება.

კონფერენცია მოიცავდა სამ ძირითად მიმართულებას:  კურორტის მდგრადი განვითარება: ტენდენციები, გამოწვევები და პერსპექტივები,  კეთილდღეობა და ბალნეოლოგია ჯანდაცვისა და კეთილდღეობის სფეროში,  კურორტების განვითარების ეკონომიკური და სოციალური გავლენა.

მოწვეულ სტუმრებს  მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა - ლევან დავითაშვილმა და ასევე, სააგენტოს დირექტორმა - ალექსანდრე ონოფრიშვილმა.

კონფერენციას დაესწრო 350 მონაწილე და მოხსენებები გააკეთეს მსოფლიოს ისეთმა წამყვანმა ექსპერტებმა, როგორებიც არიან:   მარკოს დანასი - ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის (EHTTA) ვიცე-პრეზიდენტი; მედიცინის დოქტორი ლადისლავ შპიშაკი - კარლოვი ვარის ბალნეოლოგიის ინსტიტუტის საბჭოს თავმჯდომარე; დოქტორი ჟერარ ანდრე - Tempo Hospitality Consulting S.A.-ს მმართველი დირექტორი და მსოფლიოს სხვა წამყვანმა 10-მდე ექსპერტმა.