მუნიციპალური განვითარების ფონდმა მცხეთის ბაგა- ბაღის რეაბილიტაცია განახორციელა

26 ივნისი 2014

 ქალაქ მცხეთაში ფონდმა  გმირის ქუჩაზე მდებარე ბაგა- ბაღის რეაბილიტაცია განახორციელა.  სამშენებლო  სამუშაოების ღირებულება  120,635.07 ლარია , რეაბილიტაციის ფარგლებში მოხდა კარ-ფანჯრების გამოცვლა, მოეწყო ახალი იატაკი,  გაკეთდა საპირფარეშო,  სამზარეულო,  გაილესა და შეიღება კედლები, დამონტაჟდა გამათბობლები.  დღეის მდგომარეობით აღნიშნულ ბაღში 120  აღსაზრდელი დადის. როგორც ბაღის ხელმძღვანელობამ ფონდს აცნობა, შენობის რეაბილიტაციის შემდეგ დამატებით 50-მა  მშობელმა გამოთქვა აღნიშნულ ბაღში შვილების  შეყვანის სურვილი და დამატებით 50 განაცხადი შევიდა მცხეთის ბაგა- ბაღში.  სამუშაოებზე 35  ადამიანი იყო დასაქმებული.  შენობასთან ერთად მოხდა ეზოს კეთილმოწყობაც.