ქვეყანას უეფას უმაღლესი კატეგორიის სტადიონები შეემატა

  საქართველოში უეფას, 21 წლამდე ნაკრებთა, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ღირსეულად  ჩასატარებლად, აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 10 ინფრასტრუქტურულ ობიექტს: თბილისის მიხეილ მესხის სახელობისა და ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონებს,  ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონს და საწვრთნელ-სათადარიგო სტადიონებს თბილისში, წყალტუბოში, ქობულეთსა და ბათუმში. 

 

 სტადიონების სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შეასრულა, რისთვისაც 100 მილიონი ლარი საქართველოს მთავრობამ გამოყო. 
 
 სამუშაოები უეფას ჩართულობითა და მონიტორინგით მიმდინარეობდა.
 
 ჩატარებული სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოების ფარგლებში, ბალახის ახალი  საფარი მოეწყო 11 მოედანზე, დამონტაჟდა 6 სტადიონის განათების სისტემა, გახმოვანების ახალი სისტემები და ახალი სკამები,  ლედ სარეკლამო კედლები და სხვა. 
 
 ბალახის საფარის პროექტირების, მოწყობისა და ზედამხედველობის სამუშაოები, ყველა სტადიონისთვის, ბრიტანულმა კომპანიებმა „Labosport”-მა და “SIS Pitches”-მა შეასრულეს. 
 
 უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით, საქართველოს სამ ქალაქში, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება.
 
 თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოები ქართულმა კომპანია შპს ,,დაგმა" განახორციელა