ღია კარის დღე - 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა და რეაბილიტაცია

21 თებერვალი 2023

  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის მასშტაბით 885 საბავშვო ბაღის მშენებლობასა და რეაბილიტაციას იწყებს.

 

ფონდი, პირველ ეტაპზე, 135 ახალი საბავშვო ბაღის სამშენებლო და 100 საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო ტენდერის გამოცხადებას გეგმავს. ამასთან დაკავშირებით, 22 თებერვალს, 12.00 საათზე, ფონდი ღია კარის დღეს გამართავს.

შეხვედრის მიზანია უფრო მეტად გამჭირვალე და ეფექტიანი გახდეს პროგრამისა და გამოსაცხადებელი ტენდერების პროცედურები. დაინტერესებულ კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ ტენდერების გამოცხადებამდე გაეცნონ პროექტის დეტალებს და შესაბამისად, უფრო უკეთ მოემზადონ მისთვის. კომპანიების აქტიური ჩართულობა უზრუნველყოფს მეტ  კონკურენციას, რაც მნიშვნელოვანია პროექტის ეფექტიანი განხორციელებისთვის. 

 

 მისამართი:   

 

მერაბ კოსტავას #14 - სასტუმრო ,,Rooms”