საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ქვეყნის ფაქტობრივად ყველა მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურ ფაზაშია.

19 ნოემბერი 2022

კახეთის რეგიონში, პროგრამით დაფინანსებული რამდენიმე პროექტი ხორციელდება.

მათ შორის, ქალაქ დედოფლისწყაროში პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები მიმდინარეობს.

დასრულების ეტაპზეა 37 შენობის და ფანტანის რეაბილიტაცია. ასევე, მიმდინარეობს ნიკო ფიროსმანის მუზეუმის რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში, მოხდება რუსთაველისა და  ჰერეთის ქუჩების საფეხმავლო ზოლის რეაბილიტაცია, ედლისა და რკალის მოწყობა, გარე განათების ბოძების შეცვლა. ასევე, ქალაქ დედოფლისწყაროში დაგეგმილია შინმოუსვლელთა მემორიალის და პარკის სრული რეაბილიტაცია.


„განახლებული რეგიონების“4-წლიანი პროგრამა საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია. პროგრამა ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს.


 პროგრამის დასრულების შემდეგ, ქვეყნის რეგიონებში განახლდება ცენტრალური ქუჩები, რეაბილიტირდება და მოეწყობა ახალი სკვერები და სხვა მუნიციპალური ინფრასტრუქტურა. ახალი პროექტების შედეგად განახლებული ურბანული მდებარეობები ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს ადგილობრივ მოსახლეობას.