გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების სკოლის რეაბილიტაციის დასრულების მიზნით, ტენდერი გამოცხადდა

18 ოქტომბერი 2022

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინიტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების სკოლის რეაბილიტაციის დასრულების მიზნით, დარჩენილ სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა.

მუნიციპალური განვითრების ფონდი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში,  800 მოსწავლეზე გათვლილ, საჯარო სკოლის რეაბილიტაციას ახორციელებს. სკოლაში მოეწყობა საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდება გათბობის, წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემები. სკოლა სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლეებისათვის.

სოფელ გამარჯვების სკოლის რეაბილიტაცია მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2021 წლის აგვისტოში დაიწყო. ხელშეკრულების შეწყვეტამდე, ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, კონტრაქტორ კომპანიას არაერთხელ მიეცა, როგორც სიტყვიერი, ისე წერილობითი გაფრთხილება. თუმცა,  კომპანიამ ვერ შეძლო სამშენებლო პროგრესის გამოსწორება. სამუშაოების დასრულების მიზნით, გამოცხადდა ახალი ტენდერი.

ტენდერის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებ-გვერდზე:


http://mdf.org.ge/?site-lang=ka&site-path=tenders/current_tenders/&id=4870