მგფ-მა არხოტის გზის მშენებლობის პროექტირებასთან დაკავშირებით კონკურსი გამოაცხადა

2 მაისი 2014

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა დუშეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ როშკასა და არხოტის თემის სოფლების  ახიელი-ჭიმღა-ამღას დამაკავშირებელი 25 კილომეტრიანი გზის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის, საჭირო დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად კონურსი გამოაცხადა.

კონურსის დასრულების შემდეგ გამარჯვებულმა კომპანიამ 130 კალენდარულ დღეში უნდა წარმოადგინოს დეტალური საპროექტო საარჯთაღრიცხვო დოკუმენტი. ამასთან გზის მშნებლობის დაწყებამდე საჭიროა გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის მომზადება. პროექტირების დასრულებისა და გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტის დადების შემდეგ  მოხდება ტენდერის გამოცხადება სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით. ასევე აღსანიშნავია, რომ პროექტირების დასრულების  შემდეგ სამშენებლო სამუშაოების გამოცხადებამდე პროექტს უნდა ჩაუტარდეს ექსპერტიზა.

არხოტის გზის მშენებლობის საპროექტო დოკუმენტის შემუშავება ძალიან მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროცესია, ვინაიდან აღნიშნულ მონაკვეთზე გზა არასდროს ყოფლა და სრულიად ახალი გზის გაჭრა უნდა მოხდეს. ამიტომ ყველა დეტალი შესწავლ და გაანალიზებ აუცილებელია.

ასევე აღსანიშნავია, რომ გზის გაჭრა  მაღალმთიან რეგიონში ხდება და კლიმატური პირობების გამო  სამუშაო  სეზონი შეზღუდულია, რადგან  ოქტომბრიდან აპრილის ბოლომდე იქ ფაქტობრივად მისასვლელი გზა იკეტება, ამიტომ მგფ-ი  ზამთრის პერიოდს   პროექტირებისთვის და გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტის შესამუშავებლად გამოიყენებს, რის შემდეგაც ყველა პროცედურული საკითხი გადაჭრილი იქნება და მომავალი წლიდან გეგმა გრაფიკის მიხედვით გზის სამშენებლო სამუშაოები დაიწყება.

პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთის დამაკავშირებელი  გზა არასდროს ყოფილა. აღსანიშნავია, რომ არხოტის გზის მშენებელობა  სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტია. ეს არის საზღვრისპირა ადგილი, სადაც გზის გაყვანის შემდეგ 33 ოჯახი დაბრუნდება და ამ მხარის გაცოცხლება მოხდება.

დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო წინადადება და მოთხოვნილი ინფორმაცია 2014 წლის 05 მაისის 15:00 საათიდან 16:00 საათამდე დალუქული კონვერტით უნდა წარმოადგინონ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში (შემდეგ მისამართზე: . თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150, მე-3 სართული, ოთახი N 301).   ამასთან, დაინტერესებულ პირებს კონკურსის შესახებ დეტალური ინფორამცია შეუძლიათ იხილონ, როგორც სახელმწიფო შესყიდვებიის სააგენტოს ვებგვერდზე (www.spa.ge) ასევე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებ გვერდზე (www.mdf.org.ge).

პირიქითა ხევსურეთი პირაქეთა ხევსურეთის 25-კილომეტრიანი გზის  მშენებლობა გასული წლის 17 დეკემბერს რუსთაველის თეატრში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დალოცა და საზოგადოებას მიმართა:  ხევსურებო, არ შეგაშინოთ გაჭირვებამ. არანაკლები გაჭირვება უნახავთ მოხევეებს. მთავარი ის არის, რომ ჩვენ გაჭირვებას არ უნდა შევურიგდეთ. უნდა ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავძლიოთ ეს გაჭირვება. ეს გზა იქნება გაჭირვებიდან გამოსვლის გზა

დღეს არხოტში მხოლოდ 4 ოჯახი ცხოვრობს. თუ გზის მშენებლობა არ მოხდება, აღნიშნული 4 ოჯახიც დატოვებს ამ მხარეს, რომელიც ინგუშეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს და საქართველოსთვის   სტრატეგიული მნიშვნელობა აქვსგასული საუკუნის 30-იან წლებში არხოტში 80-მდე ოჯახი სახლობდა. გზის მშენებლობის შემდეგ არხოტში კიდევ 33 ოჯახი აპირებს დაბრუნებას.