ახალციხეში სპორტული კომპლექსის მშენებლობა დაიწყო

18 მაისი 2021

 ახალციხეში სპორტული კომპლექსის მშენებლობა დაიწყო. კომპლექსში განთავსდება დიდი და მცირე საცურაო აუზები, ტრენაჟორების, ძალოსნობის, კრივის და ჭიდაობის დარბაზები. 

 
პროექტით გათვალისწინებულია ასევე ღია კაფისა და მცირე მაღაზიის მშენებლობა, მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა პარკინგი. პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ახორციელებს, მისი ღირებულება 11 მილიონ ლარზე მეტია.