პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში გამოცხადებულ ტენდერებში ერთი მუხლი დაზუსტდა

14 მაისი 2021

 პროგრამისგანახლებული რეგიონებიფარგლებში, მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, 63 მუნიციპალიტეტისათვის 15 ტენდერი გამოცხადა.

15-დან 10 ტენდერში, ინტერპრეტაციის თავიდან აცილების მიზნით, საკონკურსო პირობების ერთი  მუხლი დაზუსტდა და ათივე ტენდერი გრძელდება, შესაბამისი პროცედურების დაცვით. რაც შეეხება 5 ტენდერს, მათი სატენდერო პროცესის მიმდინარე სტატუსიდან გამომდინარედაზუსტება ვეღარ მოხდებოდა. ამიტომ, ეს 5 ტენდერი შეწყდა და უკვე გასწორებული რედაქციით გამოცხადდება თავიდან.

ენდერების შედეგად, გამოვლინდება საპროექტო და სამშენებლო კომპანიები, რომლებიც მოამზადებენ სპეციალური კომისიის მიერ შერჩეული ობიექტების ურბანული განახლების პროექტებს და შეასრულებენ ამავე დოკუმენტაციით  განსაზღვრულ სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

პროგრამის ფარგლებში შექმნილი სპეციალური კომისიის სხდომები უკვე გაიმართა საქართველოს ყველა რეგიონში და შეირჩა მუნიციპალიტეტებში განსავითარებელი არეალები.

სახელმწიფო პროგრამაგანახლებული რეგიონები“ 4-წლიანია და თბილისის გარდა, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს. პროგრამის მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია და ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სხვადასხვა მნიშვნელოვანი ობიექტის/მდებარეობების განვითარებას გულისხმობს.

პროექტები განხორციელდება როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით.