სოფელ ვერტყვიჭალაში და საღანძილეში 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღების მშენებლობა დასრულდა

 საქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვერტყვიჭალაში და საღანძილეში 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღების მშენებლობა დაასრულა.

სოფელ საღანძილეში საბავშვო ბაღის შენობა არ არსებობდა, ხოლო ვერტყვიჭალაში ბავშვებს ბაღში სიარული ძველ ამორტიზირებულ შენობაში უწევდათ. ახალი ბაღები თანამედროვე სტანდარტების მიხედვით აშენდა და სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძებლობის მქონე პირთათვის. პროექტის მიხედვით, მოეწყო შიდა და გარე სივრცეები, რეკრეაციული ზონები, კომუნიკაციები და სველი წერტილები.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, საქართველოს მთავრობის და დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით, 2019 წელს ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 55 საბავშვო ბაღის პროექტირება-მშენებლობა დაიწყო.