ზესტაფონის და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში გზის რეაბილიტაცია სრულდება

6 ნოემბერი 2020

 რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ზესტაფონის და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში ცხენთარო-აჯამეთი-ვარციხის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს ასრულებს. აღნიშნულ 10 კმ-იან საავტომობილო გზაზე დაიგო ცემენტბეტონის საფარი.

მოეწყო ბეტონის კიუვეტები და წყალმარიდი მილები. პროექტით გათვალისწინებული იყო ეზოში შესასვლელების მოწესრიგება.

განხორციელებულ სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია ადგილზე გაეცნო.

აღნიშნულ გზაზე, გზის დაზიანების შედეგად, გადაადგილება ჭირდა და მოსახლეობისთვის გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენდა. პროექტის შედეგად, სრულად მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა და ადგილობრივები კომფორტულად შეძლებენ გადაადგილებას.

სამუშაოები2019 წლის სექტემბერში დაიწყო და წლის ბოლომდე დასრულდება. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 5 მილიონ ლარზე მეტია.