ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარელისის სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

1 ოქტომბერი 2020

 დაგეგმილია სკოლის სრული რეაბილიტაცია. კეთილმოეწყობა შიდა და გარე სივრცეები, კომუნიკაციები, სველი წერტილები. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის. 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, აშენებს 66 სკოლას და რეაბილიტაციისა და ენერგო-ეფექტური კომპონენტის გაძლიერების სამუშაოებს ახორციელებს 100 სკოლაში. საგანმანათლებლო პროგრამას საქართველოს მთავრობა და დონორები (CEB და NEFCO) აფინანსებენ. პროგრამის საერთო ღირებულება 300 მილიონ ლარზე მეტია.
 ამ ეტაპზე, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში უკვე დასრულებულია 8 ახალი სკოლის მშენებლობა. წელსვე დაიწყო 80 სკოლის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაო და ყველა პროექტი მომავალ წელს დასრულდება.