შიდა ქართლში დევნილთა დასახლებაში გზისა და წყლის ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა

14 აგვისტო 2020

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, შიდა ქართლის რეგიონის დევნილთა დასახლებაში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა და წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.

პროექტს საქართველოს მთავრობის დაფინანსებით 7,2 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა სიმონ გულედანმა დაათვალიერეს.

გზისა და წყალმომარაგების სამუშაოები 11 სხვადასხვა ადგილზე მიმდინარეობდა. მოეწყო 2 ჭაბურღილი და ჯამში 23 კმ გზა დაიგო 9 სხვადასხვა მონაკვეთზე. პროექტის ფარგლებში, მოეწყო სანიაღვრე არხებიც და ეზოში შესასვლელები ცხაურებით.

სამუშაოები 2019 წლის ნოემბერში დაიწყო და მიმდინარე წლის აგვისტოში, ვადაზე ადრე, დასრულდა.

პროექტის შედეგად, საგზაო და წყლის ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა 10 დასახლებაში: წეროვანში, ახალსოფელში, ბერბუკში, თელიანში, მეტეხში, მოხისში, სკრაში, ხურვალეთში, შავშვებსა და გუგუტიანთკარში.

იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა ფონდისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.