გურჯაანში რეგიონული ინოვაციების ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს

2 აპრილი 2020

პროექტი ითვალისწინებს ორ სართულიანი ინოვაციური ცენტრის მშენებლობას გურჯაანში. შენობის მიწისპირა სართულზე პროექტის მიხედვით განლაგებულია: ვესტიბიული, რეცეფცია, დაცვის ოთახი, სანკვანძეები, დამაკავშირებელი კორიდორი, ადმინისტრაცია, სამუშაო ოთახები, საწყობი და საკონფერენციო დარბაზი, ხოლო მეორე სართულზე - ჰოლი, კომპიუტერული ოთახი, სასწავლო ოთახი, ასევე საერთო სამუშაო სივრცე და სველი წერტილები.

პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ახორციელებს და მისი ღირებულება 2,3 მილიონს აჭარბებს.
პროექტის მთავარი მიზანია მიკრო, მცირე და საშუალო ზომის კომპანიების და მეწარმეთა ხელშეწყობა საქართველოში და მათი ჩართულობა თანამედროვე ტექნოლოგიებში, რაც საბოლოოდ გააძლიერებს ქვეყანაში ინოვაციების ზოგად გარემოს.