სოფელ საკობიანოში ახალი ამბულატორია დამონტაჟდა და სამედიცინო ინვენტარით აღიჭურვა

4 აპრილი 2014

81 ამბულატორიის მშენებლობის პროექტის ფარგლებში მორიგი ამბულატორია  ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საკობიანოში  დაიდგა. ამბულატორია საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა დაამონტაჟა, რის შემდეგაც  საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ის  სამედიცინო ინვენტარით აღჭურვა. უახლოეს დღეებში სოფელ საკობიანოს მოსახლეობას ადგილზე შეეძლებათ პირველადი ჯანდაცვისთის საჭირო მომსახურეობის მიღება.

საქართველოს მასშტაბით 81 ახალი მბულატორიის  მშენებლობისთვის   საქართველოს მთავრობამ 2,4 მილიონი ლარი გამოყო. მონტაჟის პროცესს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ამბულატორია სტანდარტულია და ჯამში 41-42 კვ.მ-ია. 

შენობა მომზადებულია სენდვიჩპანელებისგან, რომელიც 2 გამათბობლითა და 2 სველი წერტილით აღიჭურვა. აღსანიშნავია, რომ შენობის გარე და შიდა ინფრასტრუქტურა სრულადაა ადაპტირებული  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთის.

ამბულატორიების კონსტრუქციები საქართველოში იწყობა და მას ლილოში არსებულ ქარხანაში აწარმოებენ, სადაც 100 ადამიანია დასაქმებული.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ჯანდაცვის სამინისტროები პერმანენტულ მონიტორინგანახორციელებენ, რათა ამბულატორიების მშენებლობის პროცესი დათქმულ ვადებში და ხარისხიანად  განხორციელდეს.