სოფელ კოდისწყარში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა დაიწყო

11 ოქტომბერი 2019

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სოფელ კოდისწყაროში ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყო. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსბეით ხორციელდება და მისი ღირებულება 1.1 მილიონი ლარია.

პროექტი ითვალისწინებს 60 მოსწავლეზე გათვლილი ახალი სკოლის მშენებლობას. სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა და სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. სკოლაში მოეწყობა საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედანი და კეთილმოეწყობა ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდება გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები.

მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ მშენებელ კომპანიასთან ერთად დაათვალიერა.

მუნიციპალური განვითარების ფონდი 2019-2020 წლებში საქართველოს რეგიონებში აშენდება 65 ახალი სკოლა და სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება 87 სკოლას. აღნიშნული სკოლებიდან უკვე დაწყებულია 53 ახალი სკოლის პროექტირება და მშენებლობა, ხოლო 83 სკოლაზე დაწყებულია რეაბილიტაციის პროექტორების სამუშაოები. გარდა ამისა, ფონდი CEB და NEFCO დაფინანსებით დაგეგმილი აქვს ათეულობით სკოლის რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის კომპონენტის გაძლიერება.