გიორგი შენგელიამ, მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან ერთად, წყალტუბოში პროექტები მოინახულა

8 ოქტომბერი 2019

მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორთან სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსთან და წყალტუბოს მერთან გრიგოლ იოსელიანთან ერთად, წყალტუბოში მიმდინარე და დასრულებული პროექტები მოინახულა.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა წყალტუბოს ცენტრალური პარკისა და ცივი ტბის ტერიტორიის  გამწვანება/კეთილმოწყობა და სარწყავი სისტემის მონტაჟი უკვე დაასრულა. ფონდი ამჟამად ქალაქ წყალტუბოში კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას და  ცენტრალურ პარკში არსებული შადრევნის რეაბილიტაციას ახორციელებს. აღნიშნული პროექტები მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.

აღნიშნული პროექტები უმრავლესობა მსოფლიო ბანკის მიერ რეგიონული განვითარების მეორე პროექტის (RDP 2) ფარგლებში ფინანსდება, რაც რამდენიმე კომპონენტისგან შედგება: ინფრასტრუქტურული ინვესტიცია,  ურბანული აღდგენა და ტურისტული მარშრუტის შემუშავება. აღნიშნული კომპონენტი ითვალისწინებს ქალაქ წყალტუბოს ურბანულ განახლებას, ტურისტული მარშრუტების განვითარებისთვის საინვესტიციო პროექტების დაფინანსებას.

აღნიშნული პროექტების განხორციელება ქვეყნის ტურისტული პოტენციალის შემდგომ განვითარებას, დასაქმებულებისა და ვიზიტორების რაოდენობის ზრდას  შეუწყობს ხელს.