მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქუთაისში დევნილებისთვის საცხოვრებელი კორპუსის რეაბილიტაცია დაასრულა

5 ნოემბერი 2013

მუნიციპალური ინფრასტრუქტურისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებლის რეაბილიტაციის ფარგლებში, მუნიციპალური განვითარების ფონდმა იძულებით გადაადგილებული პირთათვის  კიდევ ერთი 20 ბინიანი საცხოვრებელი  სახლის რეაბილიტაცია დაასრულა. 

ქუთაისში დადიანის ქუჩაზე, ყოფილი პოლიციის შენობის რეაბილიტაცია საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს  (USAID-ის) დაფინანსებით განახორციელა. სამუშაოების საერთო ღირებულება 757010.169 ლარია. აღნიშნულ პროექტზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 2012 წელს დაიწყო და მიმდინარე წელს  დასრულდა. პროექტის ფარგლებში 20 საცხოვრებელი ბინის რეაბილიტაცია მოხდა. აქედან 10 ერთოთახიანი, 6  ოროთახიანი და 4 სამოთთახიანი ბინის, მათ შორის, ერთი ბინა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვისაა სრულად ადაპტირებული.