მგფ-ის დირექტორი სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი შენგელია ფრანგული სამშენებლო კომპანიის „Consortsium SADE & VWS ROMANIA“-ს აღმასრულებელ დირექტორს პატრიკ ლელეუს და კომპანიის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ერთობლივად განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების  შესახებ ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახეს.  
ფრანგული სამშენებლო კომპანია „Consortsium SADE & VWS ROMANIA“ მუნიციპალური განვითარების ფონდთან მრავალი წლის განმავლობაში თანამშრომლობს. აღნიშნული კომპანია ახორციელებს ისეთ მასშტაბურ პროექტებს, როგორებიცაა: თელავისა და წყალტუბოს კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა. აღნიშნული პროექტების ფარგლებში,  ახალი, თანამედროვე სტანდარტების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა მიმდინარეობს. ათეული წლის განმავლობაში, ფეკალური მასები მდინარეში ჩაედინებოდა. პროექტის განხორციელების შედეგად, მრავალწლიან პრობლემა სრულად აღმოიფხვრება.
პროექტების დასრულების შედეგად, წყალტუბო და თელავი მიიღებენ თანამედროვე ტიპის ბიოლოგიურად გამწმენდ ნაგებობებს, რომელთა მეშვეობითაც მდინარეში ჩამდინარე წყალი გაიფილტრება. რეგიონებში ეკოლოგიური პრობლემა მოგვარდება.  პროექტს შვედეთის საერთაშორისო განვითარების კოოპერაციის სააგენტო (SIDA) აფინანსებს.