მგფ-ი წიწამურში მდებარე ილია ჭავჭავაძის ძეგლის რეაბილიტაციას იწყებს

6 მარტი 2014

ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ დღეს გამართულ სხდომაზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტოს წინადადებით მიიღო. მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წიწამურში მდებარე ილია ჭავჭავაძის ძეგლს რეაბილიტაცია სრულად ჩაუტარდება. რეაბილიტირდება კვარცხლბეკი, მოხდება მისასვლელი კიბეების რეკონსტრუქცია და კეთილმოეწყობა მიმდებარე ტერიტორია. სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.

აღნიშნული პროექტის განხორციელების მიზანი მცხეთის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი, საზოგადოებრივი და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობაა. მთავრობის გადაწყვეტილებით, მუნიციპალური განვითარების ფონდი საპროექტო შესყიდვას ორი თვის ვადაში მოახდენს, რის შემდეგაც სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. მთავრობის განკარგულებითვე, პროექტის დაფინანსება საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტების ქვეპროგრამით განსაზღვრული ასიგნებებიდან მოხდება, რაც დამატებითი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გამოიწვევს.