წალენჯიხა-ნაკიფუ-ლეწურწუმე-ჩხოროწყუს გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

19 სექტემბერი 2018

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, წალენჯიხა-ნაკიფუ-ლეწურწუმე-ჩხოროწყუს გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 2 მილიონ ლარს სცდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დაათვალიერა.
წალენჯიხა-ნაკიფუ-ლეწურწუმე-ჩხოროწყუს გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ორ ეტაპად გაიყო. პირველი ეტაპის ფარგლებში, უკვე დასრულდა 9.5 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია, ხოლო მეორე ეტაპი ითვალისწინებს დარჩენილი 3 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციას და ახალი, 24 მეტრიანი, რკინა-ბეტონის ხიდის მოწყობას.