ზესტაფონში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია წლის ბოლოს დასრულდება

12 აგვისტო 2018

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ზესტაფონში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტი ევროპის საინვესტიციო  ბანკის ფინანსური მხარდაჭერით  ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 4.8 მილიონი ლარია.

მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, პროექტის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.
,,წყალმომარაგების პროექტი ითვალისწინებს როგორც რეზერვუარის, ასევე მთლიანად ქსელის განახლებას. მიუხედავად პრობლემებისა, სამშენებლო სამუშაოები პრაქტიკულად დასრულებულია, დარჩენილია ტექნიკური აღჭურვა. მშენებელ კომპანიას მივეცით მითითებები და ვიმედოვნებთ, რომ პროექტი წლის ბოლოს დასრულდება“-აღნიშნა გიორგი შენგელიამ.
წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის შემდეგ, ზესტაფონის მოსახლეობას წყლის მიწოდების გრაფიკი გაუუმჯობესდება.