,,ბიზნეს სახლთან" დაკავშირებით ღია კარის დღე იმართება

15 ივლისი 2018

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი 18 ივლისს, 11 საათზე ,,Courtyard Marriott”-ში  ,,ბიზნეს სახლის“ პროექტთან დაკავშირებით ღია კარის დღეს გამართავს. შეხვედრის მიზანია, ,,ბიზნეს სახლის“ მშენებლობის სატენდერო პროცედურები უფრო მეტად გამჭვირვალე და ეფექტიანი გახდეს. დაინტერესებულ კომპანიებს საშუალება ექნებათ ტენდერის გამოცხადებამდე გაეცნონ პროექტს, რაც მათ საშუალებას მისცემს უფრო უკეთ მოემზადონ და გარემოც მეტად კონკურენტუნარიანი გახდეს. 

ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერ დაინტერესებულ კომპანიას შეუძლია.