მსოფლიო ბანკი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას აგრძელებს

11 ივლისი 2018

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი შენგელია, მსოფლიო ბანკის  (WB) წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.შეხვედრაზე მხარეებმა მსოფლიო ბანკის (WB) მხარდაჭერით მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახეს. 

მსოფლიო ბანკი (WB) მუნიციპალური განვითარების ფონდთან მრავალი წლის განმავლობაში თანამშრომლობს. მისი დაფინანსებით განხორციელდა ისეთი მასშტაბური პროექტები, როგორიცაა: ბატონის სასახლის და მუზეუმის რეაბილიტაცია-მშენებლობა და ხერთვისის ციხის კომპლექსთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა.  მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება აბასთუმანში ასტროფიზიკური ობსერვატორიის რეაბილიტაცია, აბასთუმნის ისტორიული ხის სახლების რეაბილიტაცია, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია და სხვა მრავალი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი. აღნიშნული  პროექტების  განხორციელება  ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, მათი სოციალური და ეკონომიური პირობების გაუმჯობესებასა  და  ტურისტების  რაოდენობის ზრდას უწყობს ხელს.