ADB მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას აგრძელებს

5 ივლისი 2018

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ და აზიის განვითარების ბანკის (ADB) წარმომადგენლებმა მიმდინარე და დეგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს.

ფონდის დირექტორმა მადლობა გადაუხადა  მისიის ხელმძღვანელს ნიკოლას დეი კასტელს  თანამშრომლობისა და იმ პროექტების დაფინანსებისთვის, რომელიც ADB-ის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით განხორციელდა, ისეთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი, როგორიცაა მეტროსადგური ,,უნივერსიტეტის“ მშენებლობა. ასევე, მიმდინარეობს ბათუმის ნაპირდაცვის პროექტი, თბილისი-რუსთავის გზის მშენებლობა და სხვა მნიშვნელოვანი პროექტები.