ხაშურში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა

22 ივნისი 2018

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, ხაშურში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე #7 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დაასრულა. პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება  დაახლოებით 904 ათასი ლარია.

დასრულებული სამუშოები მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დაათვალიერა.

ახალი საბავშვო ბაღი 6 ასაკობრივ ჯგუფზეა გათვლილი და 200 აღსაზრდელს მოემსახურება. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.

პროექტის ფარგლებში მოეწყო ბაღის მიმდებარე ტერიტორია, მოპირკეთდა შენობის შიდა და გარე კედლები, შეიცვალა კარ-ფანჯარა, დამონტაჟდა გათბობა-გაგრილების სისტემა, შეიცვალა წყალგაყვანილობისა და კანალიზაციის სისტემა