გაგი ბუაძე იმერეთში ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმერეთის რეგიონში ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. აღნიშნული ღონისძიება ,,ბიზნეს ინფორმაციის სააგენტოს“ ორგანიზებით გაიმართა.

შეხვედრაზე განიხილეს ბიზნესის პოტენციალი იმერეთის რეგიონში, ბაზრის მონიტორინგის და კონტროლის გზები და ადგილობრივი ბიზნესმენებისთვის აქტუალური სხვა საკითხები. ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ყველა იმ მიმდინარე და დაგემილი პროექტებზე ისაუბრა, რომელიც იმერეთის რეგიონში ხორციელდება.