წყნეთი-ბეთანიის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზის რეაბილიტაციას ახორციელებს.მიმდინარე სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გაგი ბუაძემ და ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიენ ჰუსონ დე სამპინიმ დაათვალიერეს.  

წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზა 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანდა. აღნიშნულ გზაზე გადაადგილება მოსახლეობისთვის გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენდა.

წყნეთი-ბეთანიის გზა ურთულესი მონაკვეთია და წალკის, გარდაბნისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებს უკავშირდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის მაისში დასრულდება და მოსახლეობა უპრობლემოდ და კომფორტულად შეძლებს  მგზავრობას. 

პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინასური მხარდაჭერით ხორციელდება.