ნადიკვრის პარკის რეაბილიტაცია დასრულდა

8 ივლისი 2013

 საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მსოფლიო ბანკის დაფინანსებით რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში ქ. თელავში ნადიკვრის პარკის რეაბილიტაცია დაასრულა. პროექტის საერთო ღირებულება 5 424 352,91 ლარია. მგფ - მა ნადიკვრის პარკის რეაბილიტაცია 2012 წლის მაისში დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდა. გარდა იმისა, რომ რეაბილიტაციის ფარგლებში თელაველებისთის დასასვენებელი პარკი გაკეთდა, 11 თვის განვალობაში ათობით ადგილობრივი მოსახლე იყო დასაქმებული. ნადიკვრის პარკის რეაბილიტაცია მოიცავდა შენობების რეაბილიტაციას, არსებული კედლების შეკეთებასა და მოპირკეთებას, ტრორუარებისა და გაზონების მოწყობას; ღობეების, ფეხით მოსიარულეთა ხიდების, ატრაქციონების გაკეთებას. კერძოდ, რეაბილიტაციის ფარგლებში ნადიკვრის პარკში დაიგო 20 ათას მ2 ბლახის საფარი, გაშენდა მწვანე ნარგავები, მოეწყო სასეირნო ბილიკები, ასევე აშენდა 12 მეტრიანი საფეხმავლო ხიდი, 9 გადასახედი ბელვედერი, ბაშვებისთვის გაკეთდა 2 სათამაშო მოედანი, მოეწყო საზაფხულო ამფითეატრი, დამონტაჟდა ახალი ატრაქციონები, აშენდა საპირფარეშო, საყარაულო და სალაროს შენობები. ნადიკვრის პარკის რეაბილიტაცია ქართულმა კომპანიებმა შპს ,,ინსმა“ და შპს ,,არტესმა“ განახორციელეს. სამუშაოებზე 120-150 ადამიანი იყო დასაქმებული, აქედან 95 % ადგილობრივი მოსახლეობა იყო.