სოფელ ბაკურციხეში კულტურის ცენტრის რეაბილიტაცია დასრულდა

30 იანვარი 2017

საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით, სოფელ ბაკურციხეში არსებულ კულტურის ცენტრს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ჩატარებული სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა - ზურაბ ალავიძემ,  კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა, ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა  - გალაქტიონ ბუაძემ  და მისმა მოადგილემ დავით ტაბიძემ დაათვალიერეს.

კულტურის ცენტრში დაგეგმილია სამრევლო სკოლის, აგროსკოლის,  ქართული ტრადიციული სამრეწველო  საამქროებისა და სახელოსნოების ამუშავება. ასევე, განსაზღვრულია სივრცე ბიბლიოთეკისთვის, საგამოფენო და საკონცერტო დარბაზებისთვის.

70-იან წლებში აშენებულ  კულტურის ცენტრს  დღემდე სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებია. შედეგად, შენობა მთლიანად გამოვიდა მწყობრიდან და 90-იანი წლებიდან აღარ ფუნქციონირებს. მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით,  კულტურის ცენტრს და  ეზოს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდაგამოიცვალა შენობის სახურავი, მოწესრიგდა ელექტრო და წყალმომარაგების ქსელი, დამონტაჟდა  გათბობა-ვენტილაციის სისტემები და   კეთილმოეწყო ეზო. სამუშაოების ღირებულებამ  2 მლნ. ლარს გადააჭარბა. რეაბილიტაციის პერიოდში 40 ადამიანი დასაქმდა.