თბილისი - რუსთავის საავტომობილო გზის მშენებლობა გრძელდება

20 დეკემბერი 2016

თბილისი - რუსთავის საავტომობილო გზის  მე-2  მონაკვეთის მშენებლობასთან დაკავშირებით, კონტრაქტის გაფორმების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია.  საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, გალაქტიონ ბუაძემ და ტენდერში გამარჯვებული თურქული კომპანიის, „სეზა ინშაათ“-ის     წარმომადგენლებმა კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერეს. პროექტი აზიის განვითარების ბანკის მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს. თბილისი-რუსთავის 6,4 კმ-იანი საავტომობილო  გზის მშენებლობის  ხანგრძლივობა  2 წელია.   სამშენებლო სამუშაოების საკონტრაქტო ღირებულება 119 მილიონამდე ლარია.

თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზის სამივე მონაკვეთის მთლიანი სიგრძე 17, 4 კმ-ია.  პირველი და მესამე მონაკვეთების მშენებლობა 2014 წლის 22 აპრილს დაიწყო და 2016 წლის მაისში დასრულდა.