სოფელ ბაკურციხეში კულტურის ცენტრის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

6 ოქტომბერი 2016

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ სოფელ ბაკურციხეში კულტურის ცენტრის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა.

სოფელ ბაკურციხის კულტურის ცენტრის შენობა გასული საუკუნის 70 -იან წლებში აშენებული და 20 წელია აღარ ფუნქციონირებს. მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით, შენობას, სრული რეაბილიტაცია უტარდება.

რეაბილიტაციის ფარგლებში,  მოპირკეთდა იატაკი, გაკეთდა კარ-ფანჯარა, გამოიცვლა შენობის სახურავი. მოწესრიგდა ელექტრო და წყალმომარაგების ქსელი. ამჟამად მიმდინარეობს  გათბობისა და ვენტილაციის სისტემის დამონტაჟება და სველი წერტილების მოპირკეთება. გარდა შენობის რეაბილიტაციისა, პროექტი ეზოს კეთილმოწყობასაც ითვალისწინებს.

პროექტი მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 2 033 481.49 ლარია. სარეაბილიტაციო სამუშაოები  2015 წლის ოქტომბერში დაიწყო და 2016 წლის  ბოლოს დასრულდება.სამუშაოებზე 40 ადამიანია დასაქმებული.