კასპის მუნიციპალიტეტს საერთაშორისო დონის სპორტ-კომპლექსი ექნება

2 სექტემბერი 2016

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს  მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ კასპის მუნიციპალიტეტში სპორტ-კომპლექსის სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაათვალიერა.  

პროექტის ფარგლებში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რეაბილიტაცია ჩაუტარადა სასტუმროს შენობას,  საჭიდაო შეჯიბრებისთვის განკუთვნილ წრიულ დარბაზს,  სავარჯიშო სპორტ-დარბაზსა და ფიტნეს დარბაზს.  ასევე, დასრულდა საქვაბის და საპირფარეშოების სარემონტო სამუშაოები და აშენდა სრულიად ახალი კალათბურთის დარბაზი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სავენტილაციო სისტემის მონტაჟი. 
სამუშაოების დასრულების შემდეგ,სპორტ-კომპლექსიათასობით სპორტის მოყვარულს მოემსახურება.სპორტ-კომპლექსის რეაბილიტაცია 2015 წლის დასაწყისში დაიწყო და მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება.