სოფელ მარელისში 4 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

20 აგვისტო 2016

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარელისში  4 კმ-იანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაასრულა. რეაბილიტირებული გზა, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა გოგოლაძემ დაათვალიერეს.

მარელისის ტყე-პარკის კოტეჯამდე მისასვლელი გზა  ასფალტის საფარით  არასდროს  ყოფილა დაფარული. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე  სარეაბილიტაციო სამუშაოები 2015 წლის დეკემბერში დაიწყო. პროექტის ფარგლებში, მოეწყო ზედაპირული წყლების მოცილების ქსელი, წყალგამტარი მილები, რკინა-ბეტონის ღარები და გრუნტის  არხები.  სამშენებლო სამუშაოებზე 60 ადამიანი იყო დასაქმებული.  პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ  1 091438,00 ლარი შეადგინა.