ხონის წყალსადენი ქსელის რეაბილიტაცია დასრულდა

19 ივლისი 2013

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ევროკავშირის (EU) დაფინანსებით რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში ქალაქ ხონში, სამხედრო დასახლებაში იძულებით გადაადგლებულ პირთათვის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები დაასრულა. პროექტის საერთო ღირებულება 399,764.55 ლარია, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში  ჯამში 70 ადამიანი იყო დასაქმებული, აქედან 10 % ადგილობრივი მოსახლე იყო. სამუშაოები 2012 წელს დაიწყო და 2013 დასრულდა. სამუშაოები ქართულმა კომპანია შპს ,,ინჟმშენი-96“- მა განახორციელა.


პროექტის შედეგად ხონში 17 კორპუსში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირის  24 საათიანი სუფთა წყალი მიეწოდებათ, ამას გარდა რეაბილიტაციის შედეგად ბევრად ნაკლებია ელექტრო ენერგიის ხარჯი.


პროექტის ფარგლებში მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ჭაბურღილებისათვის მოხდა ტურბოაგრეგატების შეძენა და მონტაჟი, ლითონის კონსტრუქციებით 24 მ სიმაღლის სადაწნეო კოშკი და 240 მ3-იანი რეზერვუარი მოეწყო, ასევე მოხდა საქლორატოროს შენობის რეაბილიტაცია და  წყლის დაქლორვის სისტემის მოწყობა. მოხდა ბინების გამრიცხველიანება და დამონტაჟდა 1012 ცალი წყალმზომის კვანძი.