ქ. სიღნაღში „ორმილას“ დასახლებასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

18 აპრილი 2016

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ  ქალაქ სიღნაღში „ორმილას“  დასახლებასთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

 „ორმილას“ დასახლებასთან მისასვლელ ერთკილომეტრიან გზაზე ასფალტი არასოდეს ყოფილა და მაცხოვრებლები ქალაქის ცენტრთან დასაკავშირებლად გრუნტის გზით სარგებლობდნენ.  პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება. მოეწყობა სანიაღვრე ქსელი,  წყალგამტარი მილები, რკინა-ბეტონის ღარები, გრუნტის პროფილირებული არხები და სხვა. გზა მოინიშნება და ჩატარდება  უსაფრთხოების სამუშაოები.

პროექტს,  საქართველოს მთავრობის  დაფინანსებით, მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და მისი ღირებულება 400 ათასი ლარია. სამშენებლო სამუშაოებზე  20 ადამიანია დასაქმებული. პროექტი 2015 წლის დეკემბერში დაიწყო და მიმდინარე წლის  მაისში დასრულდება.