შეხვედრა არასამთავრობო სექტორისა და რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან

27 იანვარი 2014

საქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია  და მუნიციპალური განვითარების  ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ელგუჯა ხოკრიშვილი რეგიონული მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

მინისტრმა და საქვეუწყებო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა პირებმა  შეხვედრის მონაწილეებს სამინისტროს 2013 წლის საქმიანობის შედეგები გააცნეს და 2014 წელს დაგეგმილ პროექტებსა და პროგრამებზე მიაწოდეს ინფორმაცია.

შეხვედრა დისკუსიის ფორმატში გაიმართა და მონაწილეებმა მინისტრსა და საქვეუწყებო ორგანიზაციის ხელმძღვანელებს მათ რეგიონში არსებული მნიშნელოვანი და საინტერესო საკითხების შესახებ დაუსვეს შეკითხვები.

შეხვედრა რეგიონული განვითარების სამინისტროსა და სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის ორგანიზებით გაიმართა.  აღნიშნულ ფორმატში მინისტრი და საქვეუწყებო ორგანიზაციის ხელმძღვანელები მომავალშიც შეხვდებიან არასამთავრობო ორგანიზაციისა და რეგიონული მედიის წარმომადგენლებს.