იძულებით გადაადგილებული პირებისთვის 15 ახალი კორპუსი აშენდება

9 იანვარი 2014

საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერას 2014 წელსაც გააგრძელებს და ამისათვის 50 მილიონ ლარს დახარჯავს. 

ზუგდიდსა და ფოთში დაიწყო დევნილთა 15 საცხოვრებელიკორპუსის მშენებლობა. აქედან ზუგდიდში 356-ბინიანი 8 კორპუსი აშენდება, ხოლო ფოთში – 280-ბინიანი 7 კორპუსი.

ასევე, გორის, ქარელის, კასპისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებში, იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებებში, მოხდება წყალსადენი  (9 სოფელში) და სადრენაჟო სისტემის (7 სოფელში) რეაბილიტაცია.

იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდაჭერის პროექტებს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.