შეხვედრა „საერთაშორისო საკონსულტაციო ცენტრის“ წარმომადგენლებთან

4 იანვარი 2014

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან  „საერთაშორისო ვაჭრობის საკონსულტაციო ცენტრის” წარმომადგენლებთან  შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას მინისტრი დავით ნარმანია, მინისტრის მოადგილეები – გიორგი სოლომონია და გიორგი ამაშუკელი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი,  მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ელგუჯა ხოკრიშვილი და მისი მოადგილე თეიმურაზ მურღულია,  საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და თბილისის საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ასევე, იმსჯელეს,თუ რა ფორმით არის შესაძლებელი, რომ “საერთაშორისო ვაჭრობის საკონსულტაციო ცენტრი” აღნიშნული პროექტების განხორციელებაში ჩაერთოს.

უცხოელი სტუმრები საქართველოში არსებული ბიზნესგარემოთი და ქვეყნის ბუნებრივი რესურსებით დაინტერესდნენ და ქართული მხარისგან ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს. ამასთან, შეხვედრაზე გადაწყდა,რომ საქართველოს ბუნებრივი რესურსების შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად”საერთაშორისო ვაჭრობის საკონსულტაციო ცენტრის” დელეგაცია გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს შეხვდება; 6 იანვარს კი ისინი თბილისის საკრებულოს ეწვევიან და დედაქალაქის საკანონმდებლო ორგანოს ინიციატივით, თბილისში მიმდინარე პროექტებს  გაეცნობიან.