მგფ-ის და ADB-ის წარმომადგენლებმა თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობასთან დაკავშირებით რუსთავის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს

24 აპრილი 2015

 საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისა და აზიის განვითარების ბანკის ინიციატივით, 2015 წლის 24 აპრილს  ქ. რუსთავის  # 24 საჯარო სკოლაში, რუსთავის მოსახლეობასთან   შეხვედრა შედგა. შეხვედრის თემა თბილისი-რუსთვის საავტომობილო გზის მოდერნიზაციის პროექტთან დაკავშირებული საკითხების განხილვა იყო. კერძოდ, ფონდის თანამშრომლებმა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლება მოსახლეობას პროექტის სარგებელსა და უსაფრთხოების საკითხებზე მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია.  შეხვედრას აზიის განვითარების ბანკის საქართველოს ოფისის დირექტორი ქეით ჯულიანი და ADB-ის თანამშრომლები,  მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლები და ფონდი „ პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“  წევრები ესწრებოდბნენ.

შეხვედრაზე ფონდის, ბანკისა და არასამათავრობო ორგანზიაციის წარმომადგენლებმა, შეკრებილ საზოგადოებას, მიაწოდეს ინფორმაცია თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობის პროექტზე, მის პერსპექტივებზე, მიზნებზე, სარგებლზე,  ზეგავლენასა და გენდერთან დაკავშირებულ  სახკითხებზე .  განსაკუთრებული ყურადღება  საგზაო უსაფრთხოების თემებს დაეთმო.

შეხვედრაზე ფონდის - „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“- წარომადგენელებმა ისაუბრეს  უსაფრთხოების ნორმების ცოდნისა და დაცვის აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე,  წარმოადგინეს შემეცნებითი ხასიათის ვიდეორგოლები.  დამსწრე საზოგადოებიდან გამოავლინეს უსაფრთხოების წესების საუკეთესო  მცოდნეები და გადასცეს საჩუქრები. მოსახლეობას ასევე დაურიგდა საგანგებოდ დამზადებული საინფორმაციო ბუკლეტები. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა. აღსანიშნაია რომ პროექტის დასრულებამდე მსგავის ტიპის შეხვედრები მოსახლეობასთან ისევ გაიმართება.