შეხვედრა გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლებთან

30 აპრილი 2015

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს თორნიკე თორაძეს, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) პროექტის მენეჯერს კრისტოფ იზენმანმსა და “GOPA კონსალტინგისსათავო ოფისის მენეჯერს რაინერ რიჰას შეხვდნენ.  შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად ისაუბრეს სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებებსა და მიმდინარე პროექტებზე. გერმანულმა მხარემ გამოთქვა მზაობა, რომ გერმანიის მთავრობის დაფინანსებულიდასავლეთ საქართველოში დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების პროექტშიდარჩენილი თანხა, დევნილთა გრძელვადიან განსახლებაზე, კერძოდ კისოფლად სახლისპროგრამაზე დაიხარჯოს. გერმანიის რეკონსტრუქციისა და  განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზუგდიდიში 10 საცხოვრებელი კრპუსი ააშენა, სადაც 320-მა იძულებით გადაადგილებულმა ოჯახმა მიიღო საცხოვრებელი სახლი.