წყალტუბოში წყლის მიწოდების ხარისხი გაუმჯობესდა

14 მარტი 2013

საქართველოს მუნიციპალური  განვითარების ფონდმა  ქ.წყალტუბოს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დაასრულა.კონტრაქტორმა ფირმამ  ” ნიუ ქონსტრაქშენი”   სატუმბი სადგური შეაკეთა.  ძველი  წყლის მილები  ჩაანაცვლეს წნევიანი მილსადენით. მიწაში  ჩაიდო პოლიეთილინის და ფოლადის  მილები. დამონტაჟდა წყალსადენის  2 ტუმბო-აგრეგატი და ელექტრომოწყობილობები.

წყალტუბოს ტრანზიტული მილის რეაბილიტაციის საერთო ღირებულებაა  320, 202. 97  ლარი.