ვიზიტი შვეიცარიაში

7 თებერვალი 2013

მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი ელგუჯა ხოკრიშვილი,  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან, შოთა მურღულიასთან, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან, ზაქარია ხუნძაყიშვილთან   და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორთან, არჩილ ცაბუტაშვილთან ერთად, შვეიცარიაში იმყოფებოდა,  სადაც „მდგრადი ინფრასტრუქტურის დაფინანსების საკითხების შესახებ“ გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

კონფერენცია, რომლის მიზანიც ინფრასტრუქტურულ საკითხებზე მომუშავე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთა თავშეყრა და მდგრადი ინფრასტრუქტურული პროექტების გახორციელების მეთოდების განხილვა გახლდათ, „Global Energy Basel“-ის  ორგანიზებით  გაიმართა.  ღონისძიების ფარგლებში, სხვადასხვა საკითხებზე 10  სამუშაო ჯგუფი მუშაობდა. საქართველოს დელეგაციამ  მონაწილეობა  მიიღო შემდეგ დისკუსიებში:

1. მდგრადი ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმარების მეთოდოლოგია;

2. წყლისა და მყარი ნარჩენების მართვის საკითხები;

3. ინფრასტრუქტურული პროექტების გახორციელების დროს სხვადასხვა მომიჯნავე სფეროებთან კოორდინირების საკითხები;

4. ინფრასტრუქტურული პროექტების გახორციელებისათვის საჭირო სახსრების მოძიებისა და განკარგვის საკითხები.

კონფერენციის მონაწილეებს ღონისძიების ფარგლებში ერთმანეთსთვის გამოცდილების გაზიარების, ინფორმაციის გაცვლისა და კავშირების ჩამოყალიბების საშუალება ჰქონდათ.