სიახლეები

10 იანვარი 2014

რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიამ ასზე მეტი პროექტი განიხილა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. კომისიის წევრებმა 2014 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი 100-ზე მეტი პროექტი განიხილეს. პროექტები თავად მუნიციპალიტეტებმა შეიმუშავეს და მათი პრიორიტეტულობაც თავადვე განსაზღვრეს. კომისიამ მიღებული განაცხადების უმეტეს ნაწილს დადებითი რეკომენდაცია გაუწია, რამდენიმე პროექტი კი დამატებით შესწავლას საჭიროებს. განხილული პროექტების საერთო ღირებულება 36 მილიონ ლარამდეა, საიდანაც სამუშაოებისთვის 35,5 მილიონი ლარია, ხოლო 500 ათასი ლარი პროექტირების თანხაა.
9 იანვარი 2014

არხოტსა და შქმერში ახალი გზები გაივლის

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 2014 წელს ორი ახალი გზის მშენებლობას იწყებს. არხოტში მუნიციპალური განვითარების ფონდი 25-კილომეტრიანი გზას გაჭრის. გზა პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთს ერთმანეთს დააკავშირებს. სამუშაოები 2014 წლის გაზაფხულზე დაიწყება. ამ დრომდე იქ მხოლოდ საცალფეხო ბილიკი არსებობს და ადგილობრივებს, რომლებმაც მხარე უგზოობისა და პირობების არქონის გამო დატოვეს, საკუთარ სახლში მისვლა, პრაქტიკულად, არ შეუძლიათ. საავტომობილო გზის გაჭრის შემდეგ მშობლიურ მხარეში დაბრუნების მზაობა უკვე 32 ოჯახმა გამოთქვა.
9 იანვარი 2014

იძულებით გადაადგილებული პირებისთვის 15 ახალი კორპუსი აშენდება

საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერას 2014 წელსაც გააგრძელებს და ამისათვის 50 მილიონ ლარს დახარჯავს.
6 იანვარი 2014

უწყებათაშორისმა კომისიამ მიუსაფართა თავშესაფარში მცხოვრები ადამიანებისთვის პირობების გაუმჯობესების საკითხებზე იმსჯელა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში დღეს მიუსაფართა პრობლემების მოგვარებაზე მომუშავე უწყებათშორისო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. კომისიის სხდომას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე თეიმურაზ მურღულია ესწრებოდა.
4 იანვარი 2014

შეხვედრა „საერთაშორისო საკონსულტაციო ცენტრის“ წარმომადგენლებთან

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან „საერთაშორისო ვაჭრობის საკონსულტაციო ცენტრის” წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას მინისტრი დავით ნარმანია, მინისტრის მოადგილეები – გიორგი სოლომონია და გიორგი ამაშუკელი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ელგუჯა ხოკრიშვილი და მისი მოადგილე თეიმურაზ მურღულია, საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და თბილისის საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.