სიახლეები

28 თებერვალი 2014

ნარმანია და ხოკრიშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშნაარში ამბულატორიის დამონტაჟებას დაესწრნენ

საქართველოს მასშტაბით 81 ახალი ამბულატორიის მშენებლობის პროექტის ფარგლებში მორიგი ამბულატორია სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშნაარში დამონტაჟდა. სენდვიჩპანელის მონტაჟს უშალოდ დაესწრო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ელგუჯა ხოკრიშვილი. საქართველოს მასშტაბით 81 ახალი ამბულატორიის მშენებლობისთვის საქართველოს მთავრობამ 2,4 მილიონი ლარი გამოყო. მონტაჟის პროცესს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
27 თებერვალი 2014

81 სოფელის ჩამონათვალი, სადაც ამბულატორიები აშენდება

საქართველოს მასშტაბით 81 ამბულატორიის მშენებლობას მთავრობის გადაწყვეტილებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებენ. ამბულატორიები მთელი საქართველოს მასშტაბით დამონტაჟდება, მათ შორის, ისეთ სოფლებში, სადაც დღემდე ამ ტიპის მომსახურება მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი არ იყო. პროექტის განხორციელების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება მაღალმთიან და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებს მიექცევა.
24 თებერვალი 2014

საქართველოს მასშტაბით 81 ახალი ამბულატორიის მშენებლობა იწყება

საქართველოს მასშტაბით 81 ახალი მბულატორიის მშენებლობა იწყება. ამისათვის საქართველოს მთავრობამ 2,4 მილიონი ლარი გამოყო.
ამბულატორიებს მუნიციპალიტეტების მიერ სპეციალურად შერჩეულ ტერიტორიაზე მუნიციპალური განვითარების ფონდი დაამონტაჟებს. პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ერთობლივად ახორციელებენ.
18 თებერვალი 2014

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს ახალი ვებ-გვერდი აქვს

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ახალი ვებ-გვერდი - www.mdf.org.ge დღეიდან ამოქმედდა. ფონდის ვებ გვერდი უფრო მოქნილი და მომხმარებელზე ორიენტირებულია. აღსანიშნავია, რომ საიტის სტრუქტურა მაქსიმალურად პასუხობს თანამედროვე ტენდენციებს. ფონდის შესახებ არსებული განცხადებები და სიახლეები ოპერატიულად დაიდება ვებ-გვერდზე. მოქალაქეს ახალი ვებ-გვერდის მეშვეობით შეუძლია ნახოს მუნიციპალური განვითარების ფონდის სტრუქტურა, სამსახურები და მათი ხელმძღვანელები პირების ბიოგრაფიები. ახალი ვებ გვერდი ორ ენოვანია, შესაბამისად ფონდის შესახებ ინფორმაციის მიღება ქართულ და ინგლისურ ენაზეა შესაძლებელი.
13 თებერვალი 2014

EBRD საქართველოში 14 მილონი ევროს ღირებულების სამუშაოებს დააფინანსებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიორგი სოლომონია და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ელგუჯა ხოკრიშვილი EBRD-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ. სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ EBRD-ს წარმომადგენლებთან შეხვედრა მგფ-შიც გაიმართა, რომელსაც ფონდის დირექტორთან ერთად მისი მოდგილე თეიმურაზ მურღულიაც ესწრებოდა.
5 თებერვალი 2014

მუნიციპალური განვითარების ფონდს კვიპროსის კომუნიკაციებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ეწვია

დღეს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ელგუჯა ხოკრიშვილმა და მისმა მოადგილე თეიმურაზ მურღულიამ კვიპროსის კომუნიკაციებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, ტასოს მიცოპულოსისთან გამართეს შეხვედა. შეხვედრაზე საუბარი 2014 წელს საქართველოში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს შეეეხო. თავის მხრივ კი, კვიპროსელმა სტუმრებმა ფონდის ხელმძღვანელობას საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. მხარეებმა, ასევე, სამომავლო თანამშრომლობის შესახებ გამოხატეს სურვილი და თანამშრომლობის დეტალებსა და ფორმებზე შეთანხმდნენ.
3 თებერვალი 2014

შეხვედრა კვიპროსის კომუნიკაციებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან

დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მინისტრმა, დავით ნარმანიამ კვიპროსის კომუნიკაციებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, ტასოს მიცოპულოსისთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ელგუჯა ხოკრიშვილი და მისი მოადგილე თეიმურაზ მურღულია ესწრებოდნენ. შეხვედრაზე საუბარი 2014 წელს საქართველოში დაგეგმილ საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებს შეეეხო. თავის მხრივ კი, კვიპროსელმა სტუმრებმა კოლეგებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. მინისტრები, ასევე, შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობის დეტალებსა და ფორმებზე.
1 თებერვალი 2014

დავით ნარმანია და თორნიკე თორაძე იმერეთის გუბერნატორსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რეგიონებში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს. დავით ნარმანია და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე თორნიკე თორაძე იმერეთში იმყოფებოდნენ, სადაც იმერეთის გუბერნატორს, ზაზა მეფარიშვილსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
29 იანვარი 2014

დავით ნარმანია და ელგუჯა ხოკრიშვილი აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდნენ

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ელგუჯა ხოკრიშვილი აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე განხილული იქნა მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის (SUTIP) ფარგლებში დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის საკითხები.
27 იანვარი 2014

შეხვედრა არასამთავრობო სექტორისა და რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან

საქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ელგუჯა ხოკრიშვილი რეგიონული მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.