თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია

16 სექტემბერი 2014

თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები სრული დატვირთვით მიმდინარეობს.  დღეს  სამშენებლო სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა - გიორგი ამაშუკელმა  და მისმა მოადგილე თორნიკე თორაძემ ,  ვიცე სპიკერმა და რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა ქალაქ რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ და ქალაქ თბილისის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა ავთანდილ სუდაძემ ფონიჭალა-რუსთავის მონაკვეთზე თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობის პროცესი დაათვალიერეს.  ხელმძღვანელი პირები  პროექტზე დასაქმებულ მოსახლეობას გაესაუბრნენ და მშენებლობის მიმდინარეობის შესახებ  დეტალური ინფორმაცია მიიღეს.  პროექტის დასრულების  შემდეგ თბილისიდან რუსთავამდე გზა 15 წუთში დაიფარება და გადაადგილება მაქსიმალურად უსაფრთხო და კომფორტული გახდება.