ილია ჭავჭავაძის ძეგლის რეაბილიტაცია იწყება

14 აგვისტო 2014

 ილია ჭავჭავაძის ძეგლის ახალი იერსახე. როგორი იქნება ილიას მონუმენტი წიწამურთან? გასული საუკუნის 70-იან წლებში აგებული კომპლექსის არქიტექტორი თეიმურაზ ბოჭორიშვილი, ახალი პროექტის ავტორიცაა. ორ დღეში, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი და მისი ახლადდანიშნული აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ამაშუკელი, ოფიციალური პრეზენტაციით აღნიშნავს სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას.